ზელენსკი - ათასობით ადამიანის სიცოცხლე სწორედ ჩვენი პარტნიორების სისწრაფეზეა დამოკიდებული

ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი რაც შეიძლება მალეა საჭირო, რუსეთმა უნდა იგრძნოს მუდმივი ზეწოლა ომისა და მისი აგრესიული ანტიევროპული პოლიტიკისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

"უკრაინის არმია აძლიერებს თავდაცვას ლუგანსკის ოლქში, რომელიც ახლა მართლაც უმძიმესი ზონაა. ოკუპანტები სერიოზულ ზეწოლას ახდენენ დონეცკის მიმართულებაზეც. ხარკოვის ოლქში ხორციელდება სასტიკი და ცინიკური რუსული საარტილერიო დაბომბვა. რუსული არმია ყრუა ყოველგვარი რაციონალურობის მიმართ. ის უბრალოდ ანადგურებს, კლავს. სამხრეთით ჩვენ ვიცავთ მიკოლაივის რეგიონს, ჩვენს ზაპოროჟიეს და თანდათან ვათავისუფლებთ ხერსონის რეგიონს.

უკრაინის მთავრობა ყოველდღიურად იბრძვის თანამედროვე იარაღის მიწოდების საკითხზე. არც ერთი დღე არ ვასუსტებთ აქტიურობას ამ მიმართულებით. ათასობით ადამიანის სიცოცხლე სწორედ ჩვენი პარტნიორების სისწრაფეზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებენ მათი გადაწყვეტილებების რეალიზებას. ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი რაც შეიძლება მალეა საჭირო, რუსეთმა უნდა იგრძნოს მუდმივი ზეწოლა ომის და მისი აგრესიული ანტიევროპული პოლიტიკისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები