ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი - ქართველებს ვეტყვი, რომ ცოტა მეტი მოინდომონ

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტეს განცხადებით,  ქართველი ხალხი დღეს დაინახავს, რომ ამ ქვეყანას ნათელი ევროპული მომავალი აქვს.

"ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს. დარწმუნებული ვარ, ევროპულ საბჭოს წევრებთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივებზე შევთანხმდებით. სამივე ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, განსაკუთრებით საქართველოს. საქართველოს ევროპული მომავალი და პერსპექტივა ნათელია. ნიდერლანდები აქტიურად თანამშრომლობს და დაეხმარება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში.

ჩვენ ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მეტი პროგრესი განიცადეს სტატუსის მისაღებად და ისიც, რომ საქართველო ერთი ნაბიჯით უკანაა. საქართველოს პოტენციური კანდიდატის სტატუსი აქვს. ქართველი ხალხი დღეს დაინახავს, რომ ამ ქვეყანას ნათელი ევროპული მომავალი აქვს, თუმცა ამასთან, ქართველებს ვეტყვი, რომ ცოტა მეტი მოინდომონ", - განაცხადა ნიდერლანდების პრემიერმა. 

უახლესი ამბები