რუსმა ოკუპანტებმა დონბასში საკუთარი ბატალიონი გაანადგურეს

რუსმა ოკუპანტებმა საკუთარი ბატალიონი გაანადგურეს და მომხდარის გასაიდუმლოებას ცდილობდნენ, - ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურები ოკუპანტების ჩანაწერებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

რუსი სამხედროები ცდილობდნენ ინციდენტის გასაიდუმლოებას, რადგან „ლუგანსკი და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების“ მებრძოლები უკვე ისედაც ეჭვობენ, რომ რუსეთი მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებს.

"სადღაც ბერდიანსკთან იდგნენ. არც ხელფასი იღებდნენ, არც არაფერი. როგორც მივხვდი, არც კი აჭმევდნენ. მერე კი სადღაც ფრონტზე გადაისროლეს. ჩუმად იდგნენ, დაიღალნენ და უკან დახევა დაიწყეს, ამ დროს დაარტყეს რუსებს, რუსებმა ისინი გაანადგურეს“, - აცხადებს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ერთ-ერთი მებრძოლი.

ქვედანაყოფი, რომელზეც ის საუბრობს, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „სახალხო მილიციის“ პირველი არმიის კორპუსის მე-2 ბატალიონია, რომელიც რუსული არმიის შემადგენლობაში იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები