თენგიზ ცერცვაძე - ოჯახის ექიმი შეაფასებს პაციენტს, თუ საჭიროა დაუნიშნავენ "პაქსლოვიდს“ და ბინაზე უფასოდ მიართმევენ

ჩემი პროგნოზით, პიკს შემოდგომაზე მიაღწევს და ეს არ იქნება ისეთი დრამატული მატება და ისეთი პიკი, როგორიც წლის დასაწყისში იყო, მაგრამ მაინც იქნება ახალი ტალღა. ვფიქრობ გაცილებით რბილი, ვიდრე პირველი 6 ტალღა იყო, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ პირს დაუდასტურდა კოვიდი, ის უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს, რის შემდეგაც მას საჭიროებისამებრ მედიკამენტი "პაქსლოვიდი“ დაენიშნება.

"როდესაც ვინმეს ეწყება ყელის ტკივილი, ხველა, ტემპერატურა ან სურდო, ეს არ იცი შენ ეს კოვიდია თუ სხვა რესპირაციული დაავადება. პირველივე დღეს ან მაქსიმუმ მეორე დღეს უნდა გაიკეთოს ტესტი. თუ იქნება დადებითი, დაამყაროს კომუნიკაცია ოჯახის ექიმთან, ის შეაფასებს პაციენტს არაფერი სჭირდება თუ მკურნალობას საჭიროებს. ჩვენ გვაქვს ამისთვის უახლესი ანტივირუსული მედიკამენტი „პაქსლოვიდი“, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს, დაუნიშნავენ „პაქსლოვიდს“ და ბინაზე უფასოდ მიართმევენ“, - აცხადებს ცერცვაძე. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები