სოფელ სამებაში მიწისძვრების შედეგად ფიტარეთის მონასტერში ფრესკები ჩამოიშალა

"მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" ინფორმაციით, სოფელ სამებაში დღეს მომხდარი მიწისძვრების შედეგად ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში ფრესკები კვლავ ჩამოიშალა.

"11 ივლისს დილას მომხდარი მიწისძვრის შედეგად  (4,8 ml და 4,5 ml მაგნიტუდა; სოფელი სამება - დმანისის მუნიციპალიტეტი) ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) ფრესკები კვლავ ჩამოიშალა.

ფრესკები ჩამოიშალა 2 მაისის მიწისძვრის დროსაც, რის გამოც 5 მაისს “საყდრისის კომიტეტმა” ოფიციალური წერილით მიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და დაუყოვნებლივ ქმედითი ღონისძიებების გატარება მოითხოვა, თუმცა ამაოდ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სოფელ სამებაში დღეს დილით მიწისქვეშა ბიძგები რამდენჯერმე დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები
7 საათის 9 წუთის წინ