მაიკლ გალერი - მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ მოსამართლეებს, რომ სიმართლეს ემსახურონ და არა ოლიგარქს

ივანიშვილსა და გვარამიას შორის არიან მოსამართლეები და მათაც უნდა იფიქრონ, როგორი მომავალი უნდათ რომ ჰქონდეთ დემოკრატიულ საქართველოში, რომელიც მტკიცედ ადგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა განაცხადა.

"ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც აშკარად შეთითხნილია და არც სასამართლოს სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოყენება მმართველი პარტიის მიერ. ეს პრობლემაა და ამიტომ ჩვენი გზავნილი მკაფიოა. კანონი უნდა იყოს უზენაესი და მმართველი პარტია ან ჩრდილში მყოფი ადამიანები არ უნდა მართავდნენ სასამართლოს. 

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რა ეჭვებია ჩვენი მხრიდან და ასევე რა მოთხოვნებია. მე არ მინდა ახლა სპეკულირება, თუ როგორი იქნება შედეგი. ივანიშვილსა და ნიკას შორის არიან მოსამართლეები და მათაც უნდა იფიქრონ, როგორი მომავალი უნდათ რომ ჰქონდეთ დემოკრატიულ საქართველოში, რომელიც მტკიცედ ადგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. მათაც უნდა აჩვენონ ყველას, როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. მესმის, რომ მათ შეიძლება ეშინოდეთ ამის, მაგრამ ეს შიშები უნდა დაძლიონ. მოსამართლემ უნდა გააკეთოს ის, რაც სამართლიანია და არა ის, რასაც უბრძანებენ და მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ მოსამართლეებს, რომ სიმართლეს ემსახურონ და არა ოლიგარქს, რომელიც ანაქრონიზმად იქცა თანამედროვე საქართველოში", - აცხადებს ევროპარლამენტარი "მთავარ არხთან".

უახლესი ამბები