ყირიმში ქალმა ქმარს უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო ტაფით სცემა

ყირიმში მცხოვრებმა ქალმა ქმარს ტაფით სცემა, მას შემდეგ კი, რაც მამაკაცმა გონება დაკარგა, თავი ნაგვის ურნაში ჩააყოფინა. ჩხუბის მიზეზი მამაკაცის მიერ უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერა გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხი Mash ავრცელებს.

მამაკაცი, რომელიც სევასტოპოლიდან არის, ქალს სამი წლის წინ შეხვდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ისინი დაქორწინდნენ. უთანხმოება 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. 

ქალმა ბაღის ნიჩბით დაჭრა Z და V სიმბოლოები სახლსა და ეზოში. გარდა ამისა, ასეთივე სტიკერების წაშლის მიზნით ქმრის ავტომობილს ბენზინი გადაასხა. 

გონზე მოსვლის შემდეგ მამაკაცმა პოლიციაში ცოლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და თქვა, რომ ახალ სტიკერებს იყიდის. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები