ირაკლი კობახიძე - თუ თქვენ გაქვთ ზიზღი რიგითი რუსის მიმართ, მაშინ თქვენ არაფერი გსმენიათ არც ადამიანის უფლებებზე, არც საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებზე, არც კულტურაზე

"რუსეთის მოქალაქის მიმართ ვინმეს თუ აქვს ზიზღი, ეს არის ქსენოფობია და ეს არის სირცხვილი, რა თქმა უნდა. თქვენ არ მეთანხმებით ამაში? თუ ადამიანი არის უბრალოდ რუსი, ან რუსეთის მოქალაქე და ამის გამო გაქვთ ზიზღი ადამიანის მიმართ - სირცხვილია. რიგითი რუსის მიმართ ზიზღი გაქვთ? ვერ ხვდებით რას გეკითხებით?  პირდაპირ მიპასუხეთ, ან კი, ან არა’’, - ასე მიმართა ტელეკომპანია ,,მთვარის’’ ჟურნალისტს ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რუსეთის რიგითი მოქალაქის მიმართ ზიზღი ეს ეწინააღმდეგა ადამიანის უფლებებს, კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს.  

"თუ თქვენ გაქვთ ზიზღი რიგითი რუსის მიმართ, მაშინ თქვენ არაფერი გსმენიათ, არც ადამიანის უფლებებზე, არც საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებზე, გარდა ამისა, არც კულტურაზე. 1968 წელს, საბჭოთა კავშირმა დაიპყრო ჩეხოსლოვაკია, ამის გამო ბაბუათქვენი ხომ არ იყო ცუდი კაცი, ან ბაბუაჩემი? აქ არის მარტივ რამეზე საუბარი - როდესაც ქსენოფობიური კამპანია არის აგორებული, როდესაც ცდილობენ ზიზღის გაღვივებას, რიგითი რუსის მიმართ ეს არის სამარცხვინო ქმედება. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ,  ერთადერთი მიზანი რასაც ეს კამპანია ემსახურება, არის  რომ  ომისკენ უბიძგონ ქვეყანას. ეს არის კამპანია, რომელიც პირდაპირ კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება,’’- განაცხადა კობახიძემ. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარეის თქმით, საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით მოსახლეობის 3 %-ს არ აღემატება რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში და მისი თქმით, აქედან უამრავი ეთნიკურად ქართველია. 

"რეალურად, საზღვრის კვეთის სტატისტიკა აჩვენებს იმას, რომ უკიდურესად მცირეა რუსი ადამიანების რაოდენობა. 31 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება 110 ათასზე ნაკლები რუსეთის მოქალაქე, მათ შორის, არის რამდენიმე დღით ჩამოსული ტურისტი, ერთი დღით ჩამოსული ადამიანი, მძღოლი და ა.შ. სულ ჯამში არის 110 ათასი. შესაბამისად, იმ ადამიანების რაოდენობა, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რომლებიც შეიძლება ჩამოსული იყვნენ მუდმივად საცხოვრებლად საქართველოში, შეიძლება იყოს მაქსიმუმ 10-20 ათასი. საიდანაც მე შეგახსენებთ, რომ უამრავი ეთნიკურად ქართველია.  მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელიც არის რუსეთის მოქალაქე და სავსებით ლოგიკურია, რომ ომის დაწყების შემდეგ ეს ადამიანები, ეროვნებით ქართველები, დაბრუნდნენ სამშობლოში. ამას დაზუსტება სჭირდება, აქედან რამდენია ქართველი. მაგრამ, ასეც და ისეც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ მუდმივად ან ხანგრძლივი ვადით და ცხოვრების განზრახვით არის უკიდურესად მცირე. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ავრცელებენ ამ ქსენოფობიური კამპანიის ფარგლებში არის ცარიელი სიცრუე, სპეკულაციები და მანიპულაციები,’’- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები