ელენე ხოშტარია - არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება ამ ღალატს "ქართულ ოცნებას“ ვაპატიებთ

ეს არის ღალატი, ჩვენი სახელმწიფო ჩვენს მტრებს ჩვენი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს, - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 

"წლების განმავლობაში არაერთი საფუძვლიანი ეჭვი გვქონია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. წლების განმავლობაში არცერთი აგენტი არ გამოვლენილა. ჩვენ გვქონდა ტრისტან წითლაშვილის საქმე, როდესაც პრაქტიკულად დადასტურდა, რომ სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაცია რუსეთს გადაეცა. გვქონდა გია ცერცვაძის საქმე, როდესაც, ასევე, გადაეცა ჩვენი გმირი სამხედროს შესახებ რუსეთს. არა ერთი ფაქტი იყო იმის შესახებ, რომ ეს თანამშრომლობა არსებობს. ასევე, ჩვენ ვხედავთ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროების მიმართ დამოკიდებულებას, დაღუპული სამხედროების მიმართ, რომლებსაც ჩამოასვენებენ ჩვენ ქვეყანაში და მათ არა თუ პატივს არ მიაგებენ, ხშირად შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმის ამ ბრძოლის მიმართ. 

ეს დამოკიდებულება და რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, არის უკვე არა ეჭვი, არამედ ფაქტი. ჩვენ კონკრეტული დოკუმენტი კონკრეტული ოკუპანტის ხელში დავინახეთ. ოკუპანტის ხელში, რომელმაც ანწუხელიძე აწამა და რომელსაც დღეს ქართველები უკრაინის ტერიტორიაზე ებრძვიან. ოკუპანტის ხელში, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები მიიტაცა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს იტაცებს, რომელმაც დევნილები გამოყარა და ქალები და ბავშვები აწამა. ამ ოკუპანტებს დღეს ჩვენს დასაცავად უკრაინა ებრძვის, ებრძვიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ და აი, ამ სამხედროებს „ქართული ოცნება“ კონკრეტული საფრთხის ქვეშ აგდებს. ეს არის ღალატი. ჩვენი სახელმწიფო ჩვენს მტრებს ინფორმაციას ჩვენი გმირების შესახებ გადასცემს. 

არანაირი მოთხოვნა არ მაქვს თავდაცვის მიმართ, რადგან არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ უწყება, რომელიც ინფორმაციას გასცემს, რაიმე კეთილსინდისიერ განმარტებას გააკეთებს. არანაირი ილუზია არ მაქვს გამოძიების შესახებ, იმიტომ რომ ეს გამოძიება მიტაცებულია, მაგრამ არანაირი ილუზია ასევე, არ მაქვს, რომ ჩვენ - ქართული საზოგადოება ამ ღალატს "ქართულ ოცნებას“ ვაპატიებთ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"მთავარი არხის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელში აღმოჩნდა. ოკუპანტებს სრული წვდომა აქვთ მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები