უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო ერთი დღის განმავლობაში მტრის 9 თვითმფრინავი და 160 ოკუპანტი გაანადგურეს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 42 800 (+160) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 10.08-მდე: ტანკები - 1 832 (+5), ჯავშანტექნიკა - 4 086 (+10), საარტილერიო სისტემები - 971 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 261 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 133 (+0), თვითმფრინავი - 232 (+9), ვერტმფრენები - 193 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 766 (+9), საკრუიზო რაკეტები - 185 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 3 005 (+7), სპეციალური ტექნიკა - 89 (+2).