უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 44 100 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 17.08-მდე: ტანკები - 1 886 (+6), ჯავშანტექნიკა - 4 162 (+10), საარტილერიო სისტემები - 993 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 263 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 136 (+0), თვითმფრინავი - 233 (+0), ვერტმფრენები - 196 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 792 (+2), საკრუიზო რაკეტები - 190 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 3 054 (+5), სპეციალური ტექნიკა - 93 (+1).
გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა დონეცკის და ხარკოვის მიმართულებით განიცადა.