დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.