ედუარდ სააკაშვილი - ზოგადად მამაჩემის ნათქვამს ხშირად მეც სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ ახლა მე ამის მჯერა

ზოგადად მამაჩემის ნათქვამს ხშირად მეც  სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ ახლა მე ამის მჯერა, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვაჟი ედუარდ სააკაშვილი. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მარცხი განიცადა და ის საქართველოს პოლიტიკიდან წასვლას ნამდვილად აპირებს. 

როგორც მესამე პრეზიდენტის ვაჟი აცხადებს, მისთვის მთავარია, რომ მამამისი ფიზიკურად გადარჩეს და აღნიშნავს, თუ ხელისუფლება სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გაშვებას დათანხმდება, ეს მისი  მხრიდან სიძლიერისა და თავდაჯერებულობის დემონსტრირება იქნება. 

"მეც ზოგადად მამაჩემის ნათქვამს ხშირად სკეპტიკურად ვუყურებ, მე ვიცი, რომ ის ხშირად იცვლის სტრატეგიას, მეც მაგ ტალღაზე ვარ, რომ თუ ის იტყვის, რომ - "მე წავედი პოლიტიკიდან“, შეიძლება მეც არ დავიჯერო, მაგრამ, ის ამას საუბრობს უკვე კარგა ხანია. ეს ამ მომენტში ჩემთვის სარწმუნოა და რატომ? ის ჩამოვიდა საქართველოში გარკვეული გეგმით, გარკვეული წარმოდგენით საკუთარ თავზე და მდგომარეობაზე, რომელიც  არის ქვეყანაში. მას ჰქონდა მსოფმხედველობა  წლების განმავლობაში, რომ მას აქვს კიდევ გარდამტეხი როლი საქართველოს ისტორიაში, რომ მისი ჩამოსვლით რაღაც პროცესები დაიძვრებოდა. ეს იყო მისთვის მოცემულობა. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ იყო.  ანუ, მის ჩამოსვლას ეს ყველაფერი არ მოყვა. რეალურად, ის ერთი წელია, თითქმის ზის ერთ ოთახში და უწევს ამ ფაქტთან გამკლავება, ასევე მას ფიზიკური პრობლემები აქვს. 

ამ ერთი წლის შემდეგ უკვე ჩემთვის ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ ის სადმე წავიდეს და რამდენიმე თვეში ისევ გადაწყვიტოს, რომ "მოდი,  ერთხელ კიდევ ვცადოთ“. მართლა არ მგონია, ეს იმდენად დისონანსური იქნება. თუ ეს ასე მოხდა, ეს იქნება სიგიჟე, მე მამაჩემი არ მგონია გიჟი“, - აცხადებს ედუარდ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები