ნიკოლ დე მური - უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ბელგიაში კანონიერი გზით მიგრაციასთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ და თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა ნიკოლ დე მურმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები შეაჯამეს. 

ალექსანდრე დარახველიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები და უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ არსებული გამოწვევები, ასევე, მათ საპასუხოდ საქართველოს მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ზომები. 

"ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდგომ, ჩვენი ქვეყნის ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ამ შესაძლებლობით და მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს იმ წესებს, რაც დადგენილია ამ შეთანხმებით, თუმცა, არის გარკვეული გამონაკლისები, როდესაც ხდება გარკვეულ შემთხვევაში ვადების დარღვევა, ასევე, ადგილი აქვს უსაფუძვლოდ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევებს. სწორედ ამ გამოწვევებზე იყო შეხვედრის დროს საუბარი. ჩვენ დავსახეთ გეგმები თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, ქალბატონ სახელმწიფო მდივანს ასევე გავაცანით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეები ევროპის 19 ქვეყანაში ახორციელებენ თავიანთ მანდატს, ოპერატიულად ვცვლით ინფორმაციებს. ასევე, საქართველოს საზღვრებზე და აეროპორტებში აქტიურად მოქმედებს გასვლის კონტროლის სისტემა, რაც გულისხმობს ევროპაში შესვლისთვის საჭირო დოკუმენტაციის საქართველოს საზღვრებზე შემოწმებას და დღეის მდგომარეობით, უკვე საქართველოს 3000-ზე მეტ მოქალაქეს შეეზღუდა ევროპის ქვეყნებში შესვლა იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ საბუთები წესრიგში.

უკანონო მიგრაცია და თავშესაფრის დაუსაბუთებლად მოთხოვნა არ არის ახალი პრობლემა. აღნიშნული პრობლემის წინაშე ჩვენი ქვეყანაც დგას. ბოლო 8 წლის განმავლობაში გაათმაგდა საქართველოში უსაფუძვლოდ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევები.

ჩვენ სრულად განვაახლეთ საქართველოს კანონმდებლობა და იგი დაახლოებულია ევროპულ სტანდარტებთან, რათა საქართველომ თავშესაფრის მაძიებლებთან მიმართებაში სწორი და სამართლიანი პოლიტიკა აწარმოოს. 

შეხვედრის ფარგლებში, ქალბატონ სახელმწიფო მდივანთან დავსახეთ გეგმები, რა მიმართულებით შეიძლება ვითანამშრომლოთ ორივე სახელმწიფომ იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს ვადის დარღვევის შემთხვევები, ასევე, თავშესაფრის დაუსაბუთებლად მოთხოვნის რაოდენობა", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამართალდაცვით სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ალექსანდრე დარახველიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

"მინისტრ გომელაურთან მქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საქართველოსა და ბელგიას კარგი პარტნიორული ურთიერთობები აქვთ. მოხარული ვართ, გავუღოთ კარები იმ ქართველებს, რომლებსაც სურთ, ისწავლონ ან იმუშაონ ბელგიაში. ამისათვის კი ჩემს ქვეყანაში სპეციალური პროცედურები და კრიტერიუმები არსებობს.

ერთ-ერთი მიზეზთაგანი, რისთვისაც ჩამოვედი, არის ამ პროცედურების კიდევ უფრო კარგად ახსნა. რაც შევამჩნიე, არის ის, რომ ვრცელდება „ფეიკ ნიუსები“ ბელგიაში მიგრაციასთან დაკავშირებით. არსებობს კანონიერი და არაკანონიერი მიგრაციის გზები და უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ბელგიაში კანონიერი გზით მიგრაციასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ბელგიაში ჩასვლისას არ დახვდეთ უსიამოვნო მოულოდნელობები.

მსურს, სამ ასპექტზე გავამახვილო ყურადღება. პირველი - ქართველების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევების ძალიან მცირე ნაწილი კმაყოფილდება, რადგან ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. მეორე - თავშესაფრის მოთხოვნა არასოდეს კმაყოფილდება ეკონომიკური მდგომარეობის საფუძველზე. უარყოფითი გადაწყვეტილებების მიღება ხორციელდება ძალიან სწრაფად და მათ, ვინც კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ, სასწრაფო წესით უნდა დატოვონ ქვეყანა. ისინი, ვინც ბელგიას ტურისტულად ეწვევიან, უნდა აკმაყოფილებდნენ შესვლის კრიტერიუმებს და დარჩენა მხოლოდ შეზღუდული დროით შეუძლიათ, ვიზის გარეშე. საზღვართან მოხდება სიღრმისეული შემოწმება.

მესამე - თუ თქვენ გაგაჩერებენ საზღვართან, ან არ გაგაჩნიათ ვიზა, თქვენ ქვეყნის დატოვებას მოგთხოვენ და თუ საჭირო გახდება, იძულებით დაგაბრუნებენ თქვენს ქვეყანაში. ჩვენმა ქვეყნებმა შეიმუშავეს ეფექტიანი პროცედურა, რაც ასევე მოიაზრებს მოგზაურობის აკრძალვას. ბოლო რჩევა, რაც მსურს მოგცეთ, არის ის, რომ საქართველო სწრაფად ვითარდება. მსურს, ვურჩიო ახალგაზრდებს, რომ განაგრძონ შესაძლებლობების მოძიება თავიანთ ქვეყანაში, აქ არსებობს შესაძლებლობები, ბელგიაში ცხოვრება კი ყოველთვის იოლი არ არის. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართულ მხარეს და მინისტრს მიგრაციის საკითხებში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის", - განაცხადა თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა ნიკოლ დე მურმა.

პრესკონფერენციის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, ალექსანდრე დარახველიძემ და ნიკოლ დე მურმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს. 

საქართველოში რამდენიმედღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა, ნიკოლ დე მურმა პრესკონფერენციამდე შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები და ამ კუთხით არსებული გამოწვევების საპასუხოდ შემუშავებული მექანიზმები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები