ლავროვის უწყება - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სადაო საკითხი მხოლოდ პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით უნდა გადაწყდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეტაკებებს ეხმაურება და მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ შემდგომი ესკალაციისგან.

"მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციისგან, გამოიჩინონ თავშეკავება და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესაბამისად.

კვლავ ამოვდივართ იქიდან, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სადაო საკითხი მხოლოდ პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით უნდა გადაწყდეს, კერძოდ, სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის ორმხრივი კომისიის მუშაობის ფარგლებში რუსეთთან კონსულტაციის დახმარებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საომარი მოქმედებების ესკალაციაში ადანაშაულებენ.

13 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

უწყების ცნობით, დაიბომბა გორისი, სოტკი, ვარდენისი და ჯერმუკი.

ამავე დროს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ერევანი დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონების მიმართულებით დივერსიაში დაადანაშაულა. 

ორივე მხარე აცხადებს, რომ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან დაღუპულია 49 ადამიანი, აზერბაიჯანს მონაცემები ჯერ არ გაუვრცელებია.

მსგავსი სიახლეები