უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 56 700 (+400) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 25.09-მდე: ტანკები - 2 275 (+13), ჯავშანტექნიკა - 4 832 (+25), საარტილერიო სისტემები - 1368 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 328 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 171 (+1), თვითმფრინავი - 259 (+4), ვერტმფრენები - 220 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 966 (+10), ფრთოსანი რაკეტები - 241 (+1). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 3 701 (+20), სპეციალური ტექნიკა - 130 (+4).
გენშტაბის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ყველაზე მეტი დანაკარგი ოკუპანტებმა ისევ კრამატორსკის და დონეცკის მიმართულებით განიცადეს.