თეა წულუკიანი - ნიკა მელიას ბედზე ნიანგის ცრემლებით საუბარს არ დავიწყებ, რადგან მას სჭირს ის, რაც დაიმსახურა

ოპოზიცია თითქმის აღარ არსებობს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პოლიტიკური პრობლემაა, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

"თქვენის ნებართვით, ნიკა მელიას ბედზე ნიანგის ცრემლებით საუბარს არ დავიწყებ, რადგან მას სჭირს, რაც დაიმსახურა, ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად, ამიტომაც ეს ყველაფერი არის იმ კატასტროფის პირას, რომელსაც ყველა ერთად, ზოგი მხიარულად, ზოგი დამწუხრებით უყურებს, რა სჭირს ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას. რეალურად, ოპოზიცია თითქმის აღარ არსებობს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პოლიტიკური პრობლემაა.

ჩვენ რასაც ვხედავთ, არის საბოლოოდ განადგურებული რადიკალური ოპოზიციის რიგები, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობა“,  მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობაში“ არ იგულისხმება მხოლოდ ერთი პარტია. „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ 2012 წლის პირველ ოქტომბერს დავამარცხეთ და დღეს მარტივ მამრავლებად არის დაშლილი. მთელი ეს დაჯგუფებები რეალურად უკვე არიან საბოლოოდ განლევის რეჟიმში, ერთმანეთთან დაპირისპირებაში. როგორც ჩანს, ოლიგარქი კეზერაშვილი ამ პროცესებში ცდილობს, ხელი მოითბოს, რადგან აქვს სხვებზე მეტი ფნანსური რესურსი, რომელიც სხვათაშორის, თავის დროზე ქართულ ჯარს მოპარა, როგორც მინისტრმა. მართალი გითხრათ, არ ვარ მასზე იმდენად დიდი წარმოდგენის, რომ ვაანალიზო, რა გეგმები აქვს კეზერაშვილს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები