პაატა დავითაია - აფხაზებს ეუბნებიან, ნუ ნერვიულობთ, თქვენ უკრაინაში არ წახვალთ, ჩვენ შეიძლება დავიძრათ თბილისისკენ

აფხაზებს ეუბნებიან, ნუ ნერვიულობთ, თქვენ უკრაინაში არ წახვალთ,  ჩვენ შეიძლება დავიძრათ თბილისისკენ,  -  ამის შესახებ პოლიტიკური პარტიის  “ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა. 

მისი თქმით,  ოკუპირებული აფხაზეთში მობილიზაციის წარმატებით ჩატარების მიზნით აფხაზებში ჭორად ავრცელებენ, რომ მათ უკრაინის ნაცვლად თბილისში წაიყვანენ.

"აფხაზეთში, სამობილიზაციო პუნქტებში აფხაზებს ეუბნებიან, - ნუ ნერვიულობთ, მობილიზაციის გამო, რომელიც აქ დაიწყება,  თქვენ უკრაინაში არ წახვალთ, ჩვენ ვემზადებით თბილისისთვის. ეს ჭორი გავრცელდა დღეს სამობილიზაციო პუნქტებთან - რომ თქვენ აფხაზები არ წახვალთ უკრაინაში, ჩვენ შეიძლება დავიძრათ თბილისისკენ. ხვდებით, ახალი რაღაცებია დაწყებული, რომელიც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს, ჩვენ "მორდორთან“ გვაქვს საქმე“,  - განაცხადა დავითაიამ. 

მისი თქმით, აფხაზები არ წავლენ უკრაინაში საბრძოლველად და ეს იციან რუსებმაც და ამ გზით „აჩერებენ“ მათ, თუმცა გამორიცხული არაფერია.

"აფხაზები მოაწყდებიან ენგურს, ეს ხალხი დიდი სამამულო ომის დროს ჯარში არ მიდიოდა, როგორც მცირე ერი, ვინც იყო მოხალისე, ის მიდიოდა მარტო. ახლა ხვდებიან, რომ ამ მობილიზაციას შეიძლება მოყვეს რიგები ენგურზე, უკვე გამორბის ხალხი, ეს ჭორი რომ თქვენ უკრაინაში არ წახვალთ და შეიძლება თბილისში ამოყოთ თავი,  ამ ხალხს აჩერებს. არ დაგვავიწყდეს, 2008 წელს, როდესაც რუსული ჯარი გადმოვიდა ენგურს, იქ აფხაზური ბატალიონიც იყო, ჩეჩნურთან ერთად. სურათებიც აქვთ გადაღებული ზუგდიდის "მაკდონალდთან" იმათ“, - განაცხადა პაატა დავითაიამ ტელეკომპანია "ფორმულას“ ეთერში.

უახლესი ამბები