უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 60 800 (+370) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 04.10-მდე: ტანკები - 2 424 (+44), ჯავშანტექნიკა - 5 018 (+27), საარტილერიო სისტემები - 1407 (+2), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 340 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 177 (+1), თვითმფრინავი - 266 (+1), ვერტმფრენები - 228 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 1028 (+2), ფრთოსანი რაკეტები - 246 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 3 823 (+12), სპეციალური ტექნიკა - 131 (+0).
გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებით განიცადეს.