ვლადიმერ ჩაჩიბაია - ნატო-საქართველოს ურთიერთობა არის მაგალითი მთელს რეგიონში

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გასულ კვირას,  სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას საქართველოში ვიზიტი შეაფასა.

"ბატონი კოლომინას ვიზიტი არის დასტური იმისა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე იგი მხარს უჭერს ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებას. ხავიერ კოლომინასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების გარემოს, ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, რომელიც პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას გულისხმობს და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს განსაკუთრებულ როლს უსვამს ხაზს. ნატო-საქართველოს ურთიერთობა არის მაგალითი მთელს რეგიონში და ისეთი მექანიზმები გააჩნია, როგორიცაა: ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, პარტნიორობის მიზნები, დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი. წარმატებით მიმდინარეობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული 16 პუნქტის იმპლემენტაციის პროცესი“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

პარლამენტის წევრმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საქმეში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პირადი კონტრიბუციისა და მხარდაჭერისთვის ხავიერ კოლომინას მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები