მეთიუ ბრაიზა - მე რომ ქართველი ვიყო, ამ ხალხის შემოსვლა არ მენდომებოდა

მე რომ ქართველი ვიყო, არ მენდომებოდა, რომ ეს ხალხი შემოვიდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ საქართველოში რუსეთიდან მოქალაქეების მასობრივი შემოსვლის შესახებ  განაცხადა.

მისი თქმით, მორალურად რთულია არ უთანაგრძნო ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ოჯახების გადარჩენას ცდილობენ, თუმცა საქართველოში რუსების შემოსვლა ქმნის პრობლემებს. 

"რომ ხარ რუსეთის მოქალაქე და მაშინ საერთოდ არ გადარდებდა ის პროცესები, როდესაც უკრაინაში კლავდნენ შენივე არჩეული პრეზიდენტის მოთხოვნით, რომელსაც შენ უჭერ მხარს და შენ ეს არ გაინტერესებს, სანამ ომი პირადად არ შეგეხო შენ და შენს ოჯახს. ჩემი ნაწილი ემოციურად ამბობს, რომ არ მაქვს თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ, მაგრამ მეორე მხრივ, მე ადამიანი ვარ და ვაცნობიერებ იმ საზარელ რეალობას, რაც რუსეთში ხდება. 

საუკუნეების განმავლობაში ცარისტული რუსეთი, საბჭოთა ხელისუფლება თუ პუტინის მმართველობა მანიპულაციას ეწევა და ანადგურებს ადამიანებს. რა თქმა უნდა, მე რომ ამ სისტემაში მეცხოვრა, ვიქნებოდი ჩუმად, ვეცდებოდი ხმა არ ამომეღო. დამეცვა ჩემი ოჯახი და მეცადა იმ მომენტამდე, სანამ შეუძლებელი გახდებოდა დარჩენა იმ ქვეყანაში. სწორედ ეს დაემართა ამ ასობით ათას ადამიანს, რომლებიც უზარმაზარი ადამიანური ტალღებით გაურბიან ამ ნაწილობრივ მობილიზაციას, ამიტომ ზნეობრივად არ ვიცით, რომელია სწორი. მაგრამ როდესაც რუსები შემოდიან საქართველოში, 3 პრობლემას ქმნიან: 1. წნეხის ქვეშ ექცევა თქვენი რესურსები. 2. უძრავ ქონებაზე ფასი იმატებს. 3. ვინ იცის, რა კატეგორიის ხალხი შემოდის, შეიძლება, უმრავლესობა ჩვენსავით თავისი ოჯახის დაცვას ცდილობს, მაგრამ დიდი ალბათობით ძალიან ბევრი საბოტაჟისთვის შემოდის.  ამიტომ მე რომ ქართველი ვიყო, არ მენდომებოდა რომ ეს ხალხი შემოვიდეს, ფინეთმა და ბალტიისპირა ქვეყნებმა დაკეტეს თავიანთი საზღვრები, თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ვკეტავთ საზღვრებს, რადგან ჩვენი ხალხი გვყავს დასაცავი“, - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ "ტვ პირველის" ეთერში.

უახლესი ამბები