ეკა ბესელია - თუ ბრალში წერია, რომ მოიპარა ჩანაწერი და წაიღო, ისმის კითხვა, რატომ ინახება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურში

თუ ბრალში წერია,  რომ მოიპარა ჩანაწერი და წაიღო, მაშინ ისმის კითხვა, რატომ ინახება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურში, - ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის" თამჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც სუს-ის ყოფილ უფროსს ბრალი ედება ასეთ დანაშაულებში, რაც სისტემურ საქმიანობას უკავშირდება, პასუხისმგებლობა უწყების უფროსზე გადადის, შესაბამისად გოგაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალი სუს-ის მაშინდელმა და ახლანდელმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმაც უნდა გაიზიაროს.  

"გოგაშვილის პასუხისმგებლობა გადადის იმ უწყების პირველ პირზე, რომელსაც ის წარმოადგენდა. ის პირველი მოადგილე იყო და არა ხელმძღვანელი. როგორ შეიძლება ხელმძღვანელი არ იყოს პასუხისმგებელი და მისი მოადგილე მოქმედებდეს ისე, რომ კანონს არღვევდეს და ის იყოს მხოლოდ პასუხისმგებელი?

შეუძლებელია, პერსონალურად ერთი ადამიანი ამას სჩადიოდეს კონსპირაციულად ისე, რომ ეს არავინ იცოდეს“,- განაცხადა ეკა ბესელიამ. 

მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ გოგაშვილმა სახლში უკანანო ფარული ჩანაწერები წაიღო, ასევე დანაშაულის აღიარებაა.  

"არ ვიცი მის ბრალში რა წერია, მაგრამ თუ იქ წერია,  რომ მოიპარა ჩანაწერი და წაიღო, მაშინ ისმის კითხვა, რატომ ინახება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურში? ასეთი ჩანაწერები არ ინახება, არ შეიძლება, უნდა განადგურდეს, არ არის ეს მტკიცებულება. ამიტომ თუ ბრალში ეს წერია, რომ ეს უკანონო ჩანაწერები მან  სამსახურიდან წამოიღო, მაშინ აღიარებს ესე იგი ეს უწყება, რომ თავად  ინახავდნენ? ეს ხომ ამ უწყების პასუხისმგებლობაა?“, - აცხადებს ეკა ბესელია. 

სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს იოსებ გოგაშვილს  დღეს ბრალი დაუმძიმდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები