ფურცხვანიძის ადვოკატი - ჩვენი მხრიდან დარღვევა არ იყო, მერიის მხრიდან გამორიცხულია გადაცდომა, სხვა ვერსია არაფერი არ გვაქვს, გარდა მესამე პირისა, რომელმაც ეს შეგნებულად ჩაიდინა

თბილისში "ვაკის პარკის" შადრევანში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 2-დღიანი დაკითხვის შემდეგ "გრინსერვის პლუსის“  დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ განაცხადა, რომ მომხდარის მიზეზი  შესაძლოა, ვინმეს "წინასწარგანზრახულ ქმედებას“ უკავშირდებოდეს, იგივეს იმეორებს "გრინსერვის პლუსის“  ადვოკატი ტარიელ კიკნაძე. 

რა აძლევთ "წინასწარგანზრახული ქმედების“ შესახებ  საუბრის მიზეზს, ამ საკითხზე Front News "გრინსერვის პლუსის“ ადვოკატს ტარიელ კიკნაძეს ესაუბრა.  

- რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას, რომ შესაძლოა, ვინმემ აუზში გაყვანილობა წინასწარგანზრახულად დააზიანა?

- ჩვენი მხრიდან შადრევანთან დაკავშირებით ყველაფერი გაკეთდა უსაფრთხოების  ზომების მაქსიმალური დაცვით. ჩავატარეთ ექსპერტიზაც, ყველაფერი იყო სწორი. ვიდრე მოხდებოდა დამკვეთისათვის - მერიისთვის გადაცემა კიდევ ერთხელ ჩატარდა ექსპერტიზა და აბსოლუტურად გამართულია ყველაფერი. ამის შემდეგ მესამე ექსპერტიზა ჩატარდა კიდევ. არ გვქონდა ამის ვალდებულება, მაგრამ დაახლოებით თვემდე ვამუშავეთ სატესტო რეჟიმში, გამართულად მუშაობდა და გამორიცხული იყო მანდ რაიმე მომხდარიყო. 

ყველანი  ძიებაში ვართ,  თუ რატომ  მოხდა ეს ძალიან სამწუხარო ფაქტი გოგონას გარდაცვალების, ჩვენთვისაც ძალიან მტკივნეულია ეს საკითხი და ალბათ, ყველაზე მეტად დაინტერესებული ჩვენ ვართ,  გაირკვეს,  თუ რამ გამოიწია ეს ფაქტი. 

აღიძრა საქმე,  2 დღის განმავლობაში ამოვიღეთ ყველა მტკიცებულება - დოკუმენტი, დავკითხეთ 100-მდე ადამიანი. ჩვენი მხრიდან არ იყო არაფერი დარღვეული,  მერიის მხრიდან გამორიცხულია გადაცდომა, რჩება მესამე -  საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველაფერი მერის,  ბატონ კახა კალაძის მიერ ამ შადრევანის გახსნის თარიღს, სხვა ვერსია არაფერი არ გვაქვს,  გარდა მესამე პირისა, რომელმაც ეს შეგნებულად ჩაიდინა.

- რატომ გამირიცხავთ, რომ  დაზიანება ტექნიკური საკითხის გამო  მომხდარიყო, რომ ან კაბელი დაზიანებულიყო, ან დამიწების სისტემას არ ემუშავა? როდესაც საუბრობთ ვინმეს წინასწარგანზრახულ ქმედებაზე, ვის შეიძლება სცოდნოდა რომ იქ ბავშვები ჩახტებოდნენ და უბედური შემთხვევა მოხდებოდა?

- ხტებოდნენ იქ სხვა დროსაც ბავშვები, გარდა ამისა, არის ისეთი რაღაცები, რომელიც ეჭვის დონეზეა, თქვენ ახლა საინფორმაციო საშუალებას ამას ვერ გეტყვით, სანამ არ გადამოწმდება და არ დადგინდება. ლოგიკური ჯაჭვი უსაფუძვლო არ არის, ხოლო არ არის ჯერჯერობით გადამოწმებული და დადასტურებული. ეს საფუძველი რომ არსებობს, არის რაღაც, რასაც  გამოძიება  გადაამოწმებს. შეგნებული ქმედება ვიღაცის მიერ - ჩვენს ამ ვერსიას აქვს საფუძველი. 

- გამოძიება ამ ვერსიაზე მუშაობს? 

- ეს ვერსია გაჟღერდა არაერთხელ მათთან ერთად და ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. 

- ამ საქმეში ლაშა ფურცხვანიძე რა სტატუსით იკითხებოდა?

- მოწმის სტატუსით, ვიღაცებს ძალიან უნდოდათ, რომ დაეპატიმრებინათ, მაგრამ არ იყო ამის საფუძველი.

ირინა მაკარიძე

Front News

უახლესი ამბები