ხატია დეკანოიძე - "ოცნების" განცხადება არის მტკნარი სიცრუე, შეეძლოთ მხარი დაეჭირათ რეზოლუციისთვის მე-4 შესწორების გარეშე

"ქართული ოცნების" განცხადება არის მტკნარი სიცრუე, შეეძლოთ მე-4 შესწორების გარდა, მხარი დაეჭირათ რეზოლუციისთვის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს რეგლამენტის მიხედვით რეზოლუციისთვის მხარდაჭერა კონკრეტული შესწორების გარეშეცაა შესაძლებელი.

"ოცნების" გადაწყვეტილება და განცხადება, რომ თითქოს მათ მხარი არ დაუჭირეს ამ რეზოლუციას, იმიტომ რომ მეოთხე შესწორება მათთვის იყო მიღებული, მტკნარი სიცრუეა. ევროსაბჭოს რეგლამენტი ითვალისწინებს იმას, რომ კონკრეტული შესწორების გარეშე შესაძლებელია რეზოლუციას მხარი დაუჭირო და ეს რეზოლუცია ძალიან ნიშანდობლივია, რადგან სამწუხაროდ, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის "ოცნების" პირობებში შესაძლებელია კიდევ ერთ დაბრკოლებად იქცეს", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ 13 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას გულისხმობს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმრად არის მოხსენებული.  სწორედ ეს ჩანაწერი გახდა მიზეზი, რის გამოც "ოცნებამ" რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები