დავით ნარმანია სემეკს მეორე ვადით უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. 

"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანია, მეორე ვადით აირჩიეს. კენჭისყრის შედეგები საჯარო სხდომაზე დამტკიცდა. 

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ პირველი ვადით 2019 წელს აირჩა, ხოლო კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის დეკემბერში, პირველი 6 წლის ვადით დაამტკიცა. კანონმდებლობის შესაბამისად, სემეკისწევრთა ფარული კენჭისყრით, სემეკის თავმჯდომარედ ირჩევა სემეკის ერთ-ერთი წევრი 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა.

დავით ნარმანია 2014-2017 წლებში თბილისის მერი იყო.

უახლესი ამბები