ანა აბაშიძე - მიკერძოებული არ ვარ, არცერთი პარტია არ გამოხატავს ჩემს გემოვნებას, ინტერესს და შინაარსს

მიკერძოებული არ ვარ, არცერთი პარტია არ გამოხატავს  ჩემს გემოვნებას,  ინტერესს და შინაარსს, - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა ანა აბაშიძემ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  

მისი თქმით, გამონათქვამები, რომლის შესახებაც განმარტება მოთხოვეს მმართველი გუნდის დეპუტატებმა, ეკუთვნის მას, როგორც მოქალაქეს.  

"ადამიანები ბრაზდებიან, რომ არასწორმა პოლიტიკამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. რეალურად ამაზე რეაგირება მოქალაქეს აქვს უკიდურესად მკაცრი, შესაძლოა,  არაეთიკური მაგრამ მკაცრი, რაც გამოხატავს ჩვენს დამოკიდებულებას იმათ მიმართ, ვინც პასუხისმგებლები გვგონია. მე ასეთი მკაცრი და კიდევ უფრო მეტად მკაცრი აზრები გამომითქვამს წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც. როგორც მოქალაქე ყოველთვის გამოვთქვამ და არასოდეს თვითშეზღუდვას არ დავიწესებ, როდესაც ვფიქრობ, რომ რაღაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება, რომელიც შეიძლება ადამიანს  სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.

მიკერძოებული მე ამის გამო არ ვარ.  მე შეიძლება მეთქვა, რომ კონკრეტული ადამიანების დღის წესრიგს არ ვეთანხმები, მაგრამ მიკერძოებული მაშინ ხარ, როდესაც შენი ამ არდათანხმებით პიზიტიურად აფასებ ვინმე სხვა პოლიტიკოსს. 

პირდაპირ გეტყვით, არცერთი პარტია არ გამოხატავს არც ჩემს გემოვნებას, არც ინტერესს, არც შინაარს, ამიტომ თანაბრად არ მაინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია. რა თქმა უნდა,  განსაკუთრებით მაინტერესებს "ქართული ოცნება", რადგან ის არის მმართველი გუნდი და მხოლოდ ამ მიზეზით“, - განაცხადა ანა აბაშიძემ. 

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრებები იმართება.

უახლესი ამბები