ზვიად შალამბერიძემ ინოვაციების საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს მიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი KIUInnovate პლატფორმის ფარგლებში ინოვაციების პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს - "უნივერსიტეტების მესამე მისია: ინოვაციების ეკოსისტემის განვითარება საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის“  მასპინძლობს.

ფორუმის მონაწილეებს დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მიმართა.

ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მონაწილეები ქართველ კოლეგებთან ერთად პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს და ვორკშოპებს ჩაატარებენ და ისაუბრებენ თუ რა როლი აქვთ უნივერსიტეტებს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაში და როგორ უწყობენ ისინი ხელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.

ფორუმი აერთიანებს მთავრობის, ბიზნესის, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, ელჩებს, ჩამოსულ სტუმრებს აშშ-დან, ისრაელიდან, გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

KIUInnovate Business Forum აშშ-ის საელჩოს უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (UCBP) და TUM International-თან პარტნიორობით KIU ინოვაციების საეტაპო ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია მეწარმეობისა და ინოვაციების დანერგვა და განვითარება უნივერსიტეტში.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა თემატური შეხვედრა და KIU-ს სტუდენტების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტების გამოფენა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები