ეკა ბესელია - გვრიტიშვილის ეს ფრაზა ყველას უნდა გაეგზავნოს

რას ნიშნავს, როცა მოსამართლე გემუქრება, რომლის ხელშია კონსტიტუციური ძალაუფლება?! ასეთი ადამიანი, რომელიც თავს მუქარის უფლებას მისცემს,  იმ დღესვე უნდა ამთავრებდეს მოსამართლის კარიერას,  - ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, გამაოგნებელი იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან  მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევა და კიდევ უფრო მძიმე იყო გვრიტიშვილის განცხადება, რომ თავდაცვის რეჟიმიდან შეტევის რეჟიმში გადადიან. 

"მე მინდა,  რომ ამ ფრაზას ძალიან ჩაუღრმავდეს ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ქვეყანა და მომავალი. ამას გველაპარაკება უვადოდ არჩეული მოსამართლე, რომელსაც ხელში უჭირავს უდიდესი კონსტიტუციური ძალაუფლება, ქვეყნის სახელით გამოაცხადოს გადაწყვეტილება, განაჩენი და ადამიანებს მთელი ცხოვრება და მომავალი განუსაზღვროს. ასეთი ადამიანი, რომელიც თავს უფლებას მისცემს და ამ ფრაზას იტყვის საჯაროდ, რომ ჩვენ ახლა შეტევაზე გადმოვალთ, იმ დღეს უნდა ამთავრებდეს მოსამართლის კარიერას. გვრიტიშვილის ეს ფრაზა ყველას უნდა გაეგზავნოს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები