პარლამენტი იარაღის ბრუნვის კონტროლის ეფექტური მექანიზმის შექმნაზე მუშაობს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე  იარაღის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. 

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა,  კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით იარსებებს სახელმწიფოს მიერ იარაღის ბრუნვის კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რაც იარაღის სახეებად დაყოფის ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმად ლულის სიგრძის და იარაღის საერთო სიგრძის განსაზღვრას გულისხმობს.

"გადაიჭრება სროლის სახეობათა სპორტის წინაშე არსებული სამართლებრივი პრობლემები, რის შედეგადაც ფედერაციას შეეძლება სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღისა და ამ იარაღების ძირითადი ელემენტების და საბრძოლო მასალის, ჭურვის შეძენა,  საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა. გარდა ამისა, დადგინდება ზოგადად შესაბამისი იურიდიული პირების მიერ შეძენილი იარაღის რეგისტრაციის ვალდებულება და პროცედურა“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

 მისი თქმით, ყველა მოკლელულიანი იარაღის შეძენის ნებართვა შენახვის უფლებით, ხოლო გრძელლულიანი იარაღისა კი – შენახვისა და ტარების უფლებით გაიცემა.

2023 წლის 1 იანვრამდე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი  ხელახალ რეგისტრაციას 2023 წლის 1 ივლისამდე ექვემდებარება. აღნიშნული იარაღები უნდა დარეგისტრირდეს შენახვის უფლებით.

ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს პირის პასუხისმგებლობას, კერძოდ,  ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას. აღნიშნული გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა  პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით და გაფრთხილებას, ხოლო ამ გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა  -  იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები