"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ხონში ტენდერების უმრავლესობას "ქართული ოცნების" დეპუტატის კომპანიები იგებენ

ხონის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ზვიად ჩიმაკაძის განცხადებით, ხონში არსებული ტენდერების უმრავლესობას, შპს "როსტვერკი" და შპს "ჯ და ჯ" იგებენ. 

როგორც მან იმერეთის ანტიკორუფციულ მოძრაობაში  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული კომპანიების დირექტორი "ქართული ოცნების"  წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატი ჯეირან ომანაძეა, რომელმაც "ქართულ ოცნებას" 120 000 ლარი შესწირა.

მისი თქმით, ომანაძის კომპანიებს  ჯამში, მხოლოდ 2022 წელს 6.5 მილიონი ლარის ტენდერი აქვს მოგებული, რაც ხონის ბიუჯეტის თითქმის ნახევარია.

ანტიკორუფციულ მოძრაობის წარმომადგენლის  ბაქარ ახობაძის განცხადებით,  მსგავსი ვითარებაა იმერეთის თითქმის ყველა რაიონში. 

"ანტიკორუფციული მოძრაობა აქტიურად სწავლობს იმერეთში არსებულ კორუფციულ ფაქტებს და ყველა მსგავსი ფაქტი საჯარო გახდება მოსახლეობისთვის", - განაცხადა ბაქარ ახობაძემ.

უახლესი ამბები