ზელენსკი - რუსეთი ახლა ეძებს ხანმოკლე ზავს, შესვენებას ძალების აღსადგენად, ომის დასრულება ამ გზით შეუძლებელია

რუსეთი ახლა ეძებს შესაძლებლობებს "ხანმოკლე ზავის“ მისაღწევად, მტერს ძალების აღდგენა სურს, ამიტომ ომის დასრულება ამ გზით შეუძლებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

"ომის შეწყვეტა თავისთავად არ იძლევა მშვიდობის გარანტიას. რუსეთი ახლა ეძებს ხანმოკლე ზავს, შესვენებას ძალების აღსადგენად. ზოგიერთმა შეიძლება ამას ომის დასრულება უწოდოს, მაგრამ ასეთი შესვენება მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს", - განაცხადა ზელენსკიმ. 

მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიის ან სუვერენიტეტის დათმობა "მშვიდობის“ სანაცვლოდ არ მოხდება.

"ამორალური კომპრომისები გამოიწვევს ახალ სისხლისღვრას. ნამდვილი ხანგრძლივი და გულწრფელი მშვიდობა შეიძლება იყოს მხოლოდ რუსული აგრესიის სრული განადგურების შედეგი", - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები