დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი კიევში ზელენსკის შეხვდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ჯეიმს კლევერლი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში წერს, უკრაინა დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერას არასოდეს დაივიწყებს.

"ჩვენთვის, ამ გადამწყვეტ დროს, დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით არის. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ამას. მადლობა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის ვიზიტისთვის“, – წერს ზელენსკი.

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ლონდონი უკრაინას სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის აღსადგენად 3 მილიონ ფუნტს გამოყოფს, 5 მილიონ ფუნტს კი ღარიბ ქვეყნებში უკრაინული მარცვლეულის მიწოდებისთვის.

მსგავსი სიახლეები