უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 87 310 (+600) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 27.11-მდე: ტანკები - 2 905 (+4), ჯავშანტექნიკა - 5 856 (+8), საარტილერიო სისტემები - 1 897 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 395 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 209 (+0), თვითმფრინავი - 278 (+0), ვერტმფრენები - 261 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 1555 (+1), ფრთოსანი რაკეტები - 531 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 16 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 4412 (+6), სპეციალური ტექნიკა - 163 (+0).
გენშტაბის მონაცემებით, მტერმა ყველაზე დიდი ზარალი ბახმუტის, ლიმანისა და ავდეევკის მიმართულებით განიცადა.