პატრიარქი - აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ზურაბის უკვდავი სულისათვის

საპატრიარქო ზურაბ კიკნაძის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარს ავრცელებს. 

"ბატონი ზურაბ კიკნაძე იყო ჩვენი დროის ინტელიგენციის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, უაღრესად განათლებული, სულიერი თვალით მზირალი გამორჩეული ადამიანი, რომლის შინაგანი სამყარო მოიცავდა შუამდინარეთის ლიტერატურასა და მითოლოგიას, ქართულ ფოლკლორსა და მითოლოგიას, ქრისტიანობასა და ქრისტიანულ კულტურას, ქართულ მწერლობას, ბიბლიას - ძველ და ახალ აღთქმას...ზოგადად მსოფლიო კულტურის საგანძურს.

განსაკუთრებულია მისი ღვაწლი ძველი აღთქმის თარგმნაში და, საერთოდ, ბიბლიის ახალქართული ტექსტის გამოცემაში, რითაც ფასდაუდებელი სამსახური გაუწია წმინდა წერილით დაინტერესებულ ჩვენს საზოგადოებას.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ზურაბის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრები და ახლობლები მშვიდობით აკურთხოს და მიმადლოს ლოცვის ძალა", - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.   

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები