ლევან ხაბეიშვილი - 3 დეკემბერს, 15:00 საათზე "ქართული ოცნების" ოფისთან მოვითხოვთ პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია გაიმართება, რომლის ერთადერთი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა იქნება.

მისივე თქმით, ამ მიზნით ის ხვალიდან მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს, მათ შორის რეგიონებში.

"დღეს, ფაქტობრივად, დამალეს მიხეილ სააკაშვილი და არ აჩვენეს საზოგადოებას, თუ როგორ გამოიყურება ეს ადამიანი ვიზუალურად. საზოგადოება ამას კარგად ხვდება, რომ ამას აქვს მარტივი მიზეზები: როგორც კი საზოგადოება დაინახავს სააკაშვილის მდგომარეობას, მაშინვე ცხადია, ყველას დარჩება ობიექტური შთაბეჭდილება, რომ დღეს ქვეყანას მართავს ფაშისტური რეჟიმი. 

პრეზიდენტი სააკაშვილი ჰყავთ გადამალული და "ქართული ოცნების" პოლიტიკური ლიდერები, თითქოს ამ წლების განმავლობაში თეთრი ხალათი არ გაუხდიათ, აკეთებენ განცხადებებს და არიან სპეკულაციებით დაკავებული.

აღარც ერთი წუთი არ გვაქვს დასაკარგი, არც ერთი დღე არ გვაქვს გადასადები იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ. სწორედ ამიტომ, მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად და "ნაციონალური მოძრაობის"  მხარდამჭერებთან ერთად ვაპირებ შაბათს, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე "ქართული ოცნების" ოფისთან, იქ სადაც მიიღება რეალური გადაწყვეტილება, მოვთხოვოთ მთავარი რამ. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვაქვს, გვაქვს ერთი მოთხოვნა: პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა. 

მე ამ მიზნით ხვალიდან გავდივარ ასევე რეგიონებში. არამხოლოდ შაბათისთვის, არამედ გენერალური ბრძოლის მობილიზებისთვის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. კაბინეტებიდან რუს ოლიგარქს ვერ დავამარცხებთ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები