უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 88 880 (+500) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 30.11-მდე: ტანკები - 2 914 (+3), ჯავშანტექნიკა - 5 872 (+6), საარტილერიო სისტემები - 1 902 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 395 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 210 (+1), თვითმფრინავი - 280 (+0), ვერტმფრენები - 261 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 1562 (+7), ფრთოსანი რაკეტები - 531 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 16 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 4429 (+6), სპეციალური ტექნიკა - 163 (+0).