გიორგი სააკაშვილი - ვერც წარმოვიდგენდით რაზე ვსაუბრობთ ახლა, რომ გადარჩება თუ არა

მას იმდენად ენატრებოდა საქართველო, ძალიან კარგად მესმის, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო,  - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ გიორგი სააკაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ისტორია განსჯის იყო თუ არა შეცდომა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა.

"მისი მდგომარეობიდან  გამომდინარე, მას იმდენად ენატრებოდა საქართველო, იმდენად ენატრებოდა საქართველოში თითოეული გატარებული წუთი, ძალიან კარგად მესმის, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან ხედავდა, მის მიერ აშენებული ქვეყანა დღითი დღე რეგრესს განიცდიდა ძალიან ბევრ სფეროში. რა თქმა უნდა, ისტორია განსჯის, ვერც მე ვერც თქვენ,  ვერც თითოეული მოქალაქე ვერ იტყვის. ეს უკვე წარსულია,  მიიღო ეს გადაწყვეტილება, ჩამოვიდა და ვიცით, რა მდგომარეობაშია.  ვერც წარმოვიდგენდით რაზე ვსაუბრობთ ახლა, რომ გადარჩება თუ არა. ჩვენ ვართ ყველა თანამონაწილეები, თითოეული ჩვენგანი  ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ ამას, 118 კილო იყო და 79 კილოზეა ჩამოსული ადამიანი, ამას ხო მიზეზები აქვს. ვერ დავეთანხმები ხელისუფლებას რომ 4 კედელს შორის უჭირს გაჩერება და ესაა ამის მიზეზი“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები