უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 90 090 (+650) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 02.12-მდე: ტანკები - 2 916 (+1), ჯავშანტექნიკა - 5 883 (+6), საარტილერიო სისტემები - 1 905 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 395 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 210 (+0), თვითმფრინავი - 280 (+0), ვერტმფრენები - 262 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 1564 (+2), ფრთოსანი რაკეტები - 531 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 16 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 4464 (+23), სპეციალური ტექნიკა - 163 (+0).
გენშტაბის მონაცემებით, მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით განიცადა.