ლევან ფერაძე - სასწრაფოდ გაათავისუფლეთ სააკაშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ისეთ პროტესტს, რომელიც არ გინახავთ

სასწრაფოდ გაათავისუფლეთ სააკაშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ისეთ პროტესტს, რომელიც არ გინახავთ, ხალხის ტალღა გადაგივლით და გადაგჯეგავთ სუყველას,  - ამის შესახებ ექიმმა ლევან ფერაძემ "ქართული ოცნების“ ოფისთან მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველო კარგა ხნით დაემშვიდობება ევროპას. 

"სააკაშვილის გადარჩენა თითოეული ოჯახის ვალია, რადგან მას რომ რამე დაემართოს, ჩვენ დიდი ხნით დავემშვიდობებით ევროპას და მოვყვებით რუსეთის ნანგრევების ქვეშ და ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, ჩვენს შვილებს, ჩვენს შვილიშვილებს, ისედაც გარბიან აქედან ბავშვები, ეს ქვეყანა აღარავისთვის არ იქნება საინტერესო, ეს ქვეყანა იქნება დაკარგული ევროპის რუკიდან. 

თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს! მე მოგიწოდებთ, თუ ვინმეს ჭკუა შეგრჩათ ამ ხელისუფლებაში,  სასწრაფოდ ჩაატარეთ სასამართლო და კი არ გადაუვადოთ, გაათავისუფლეთ, იმიტომ რომ ჩვენ დამნაშავე პრეზიდენტი არ გვყავს. დამნაშავეები ხართ თქვენ, რომლებიც მილიონერები გახდით 2 და 3 წელიწადში, ბიუჯეტს ხრავთ ბეღლის ვირთხებივით. სასწრაფოდ გაათავისუფლეთ სააკაშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ისეთ პროტესტს, რომელიც არ გინახავთ, ეს ხალხის ტალღა გადაგივლით და გადაგჯეგავთ სუყველას“, - განაცხადა ექიმმა  ლევან ფერაძემ.

უახლესი ამბები