"მოღალატე, სამშობლოს მტერი, პრორუსი" - რა დგას ქართველი პოლიტიკოსების მძიმე ურთიერთბრალდებების უკან

მოღალატე, სამშობლოს მტერი, პრორუსი პუტინისტი, უცხო ქვეყნის აგენტი,  - ასეთია ქართველი პოლიტიკოსების ურთიერთბრალდებების მცირე ჩამონათვალი. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთის მიმართ უკიდურესად მძიმე განცხადებებს აკეთებენ, ქვეყნის ღალატსა და უცხო ქვეყნის აგენტობაში ადანაშაულებენ.  მათი შემყურე ორად გაყოფილია საზოგადოება,  თავიანთი მედიასაშუალებებით  და მხარდამჭერებით. 

რა დგას ამ რადიკალური განცხადებების უკან და რამდენად აქვს საფუძველი ამ ბრალდებებს, ეს მხოლოდ განცხადებებია რადიკალურ განწყობილი ამომრჩევლის გულის მოსაგებად და მედიის ყურადღების მისაპყრობად, თუ ამ ბრალდებების უკან მართლაც კონკრეტული ფაქტები დგას? საიდან იღებს სათავეს ქართულ საზოგადოებაში  რადიკალიზმი და სადამდე შეიძლება მივიდეთ ამ  დაპირიპირების შედეგად? - ამ კითხებზე პასუხების მიღებას Front News-ი შეეცადა.  

ისტორიკოსი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი  დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში ბრალდებები უსაფუძვლო არაა, თუმცა ლექსიკა მაინც შესარჩევია.  დავით დარჩიაშვილი თვლის,  რომ ეს რადიკალიზმი და პოლარიზაცია ბოლშევიკებისგან მემკვიდრეობით გვაქვს მიღებული, საიდანაც ჯერ კიდევ  ვერ გამოვდივართ, ევროპული დემოკრატია ჩვენთვის ჯერ კიდევ უცხოა, თუმცა ჩვენ ხელი უნდა ვტაცოთ ამ შანსს, რომელიც ევროპამ მოგვცა.  როგორც მან Front News-ს განუცხადა, არ შეიძლება ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებების გაიგივება. 

"მე არ გავაიგივებდი. წლების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ხდება დემონიზირება ოპონენტების, ყველანი რაღაც  სისხლისმსმელ ვამპირებად და  ბოლო დროს აგენტებადაც გამოაცხადა, ოღონდ უჭირთ ხოლმე ნათლად ჩამოყალიბება, თუ ვის აგენტებად თვლიან“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, ეს კეთდება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.  გვახსოვს „სისხლიანი ბანერები“, რომელიც ხელისუფლების ექსკლუზივია. დარჩიაშვილის აზრით,  გარკვეულ შემთხვევებში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ მკვეთრ და მძაფრ  შეფასებებს ობიექტური გარემოებები განაპირობებს.

"ზოგ შემთხვევაში,  მართლაც შეუძლებელი ხდება „მშვიდი“ შეფასებები კონკრეტული ადამიანების ქმედებებზე. განსაკუთრებით,  როდესაც ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობა, ადგილი სასწორზე ხდება შეგდებული, როდესაც ქვეყენა პოზიციონირებს საკუთარი სტრატეგიული პატნიორების მიმართ საეჭვოდ, ეს უკვე ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ბოლო დროს, როდესაც ხელისუფლება იწყებს უკრაინის კრიტიკას, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი სძულს, ეს გადადის ქვეყნისათვის დამაზიანებელ საგარეო პოლიტიკაში. ეს ასეც უნდა იყოს შეფასებული, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთოების დამაზიანებელი“, - განაცხადა  დარჩიაშვილმა. 

დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ვიდრე  ხელისუფლება ოპოზიციის დემონიზაციას არ შეწყვეტს, ძნელია ოპოზიციას რამე მოუწოდო. 

"რაც შეეხება ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთბრალდებებს,  ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აქვს, რადგან ხელისუფლების სიტყვის უკან ძალაც არის. მას შეუძლია, თავის სამსახურებს ოპონენტების წინააღმდეგ რეალური ქმედებები გაატარებინოს, რაც შეეხება ოპოზიციას,  ის მხოლოდ ვერბალული განცხადებებით შემოიფარგლება. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთ ხაზზე ვერ დავსვამთ. ისეთი ბრალდებები ისმის ოპოზიციის მიმართ, სახელმწიფო გადატრიალების და ქვეყნის მტრობის. ვიდრე ხელისუფლება არ მორჩება ამ რიტორიკას და ოპოზიციის დემონიზების მცდელობას, ძნელია ოპოზიციას რამე მოუწოდო“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი. 

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც თავადაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აცხადებს, რომ თუ  „ქართული ოცნება“ მოისურვებდა,  შესაძლებელი იყო,  ქვეყანაში პროცესები  ცივილიზებულად განვითარებულიყო. 

"ქართული ოცნების“ ხელისუფლება რომ მოვიდა, წინა ხელისუფლების ყველა მონაპოვარს ხაზი გადაუსვა, თითქოს მათი ცხოვრება საერთოდ ფუჭი იყო, აქედან დაიწყო ყველაფერი. ოპოზიციამ უამრავი შეცდომაც დაუშვა და ზოგმა დანაშაულიც ჩაიდინა, მაგრამ არ შეიძლება ასე კოლექტიურად, კომუნისტურ-მონღოლურად  ყველა მოიძულო.  ეს არის საფუძველი ამ რადიკალიზაციის, თორემ სააკაშვილმა როდესაც ამათ ხელისუფლება გადააბარა, იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყენებდა ეს ძალა ამ ხელისუფლებას, შეიძლებოდა საკმაოდ ცივილური ურთიერთობაც დამყარებულიყო.  ამის საფუძველი არსებობდა, მაგრამ მათ მოინდომეს ოპონენტების მორალური და ფიზიკური განადგურება. „ხმა არ გამაგონოთ რაიმე დადებითი 2003-2012 წლებზე“, - ეს იყო ბიძინა ივანიშვილის სურვილი. თავის დროზე მე მას ეს პირადადაც ვუთხარი, როდესაც ოპოზიციას შეხვდა როგორც  პრემიერობის კანდიდატი.  მე  ვუთხარი, რომ  „ნაბან წყალს ბავშვს ნუ გადააყოლებ, რაღაც გაკეთდა, რაღაც ვერ გაკეთდა, რაც გაკეთდა ეს უნდა აღიაროთ და მაშინ ჩვენც შეგვეძლება შეცდომები ვაღიაროთ.  თქვენც რაღაც კარგს თუ გააკეთებთ, მოგიწონოთ და მეტ-ნაკლებად ცივილიზებული ოპონირება  გავაგრძელოთ“.  მაგრამ არა, მას სურდა ან უტყვი მორჩილება, ან ოპონენტების  განადგურება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. 

მისი აზრით, შექმნილი სიტუაცია, რომელიც ურთიერთბრალდებებსა და ერთმანეთის გაშავების მცდელობაში გამოიხატება,  ზოგადად პოლიტიკური კლასის პასუხისმგებლობაა. 

"ზოგადად, ეს ყველას პასუხისმგებლობაა, ამ მხრივ დიდი დახვეწილობით არც წინა ხელისუფლება  გამოირჩეოდა, რომელშიც ვიყავი ერთი მონაკვეთის მანძილზე. იქაც იყო ოპონენტების მიმართ ეჭვიანი განცხადებები, რომ აგენტები არიან და ასე შემდეგ.  ამ ეჭვებს შეიძლება ზოგჯერ საფუძველი ჰქონდეს, მაგრამ მეტყველება მისახედია, თუმცა შემდეგ რაც განვითარდა, გადააჭარბა ყველანაირ დასაშვებ ზღვარს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.  

მისი თქმით, „გამოსავალი აქედან ერთია,  ზოგადად განათლების პრობლემაა. უნდა იცოდე, რომ ხელისუფლებაში მუდმივად არ იქნები და ისეთი მემკვიდრეობა არ უნდა და შემდეგ შენც ისევე მოგექცნენ“.  

აქვს თუ არა ამ ბრალდებებს საფუძველი, ეს უნდა გამოჩნდეს არგუმენტებში - ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა და ფსიქოლოგმა  რამაზ საყვარელიძემ განუცხადა. მისი თქმით, არგუმენტის გარეშე ბრალდება მხოლოდ გინებაა. ამის მაგალითად   საყვარელიძეს  ივანიშვილის ხელისუფლების  მიმართ გაკეთებული ბრალდებები მოჰყავს, რომლის თქმითაც,  ამის მტკიცებულება არ აქვთ.  

"ამ ბრალდებების საფუძველი არსებობს თუ არა, ეს უნდა გამოჩნდეს არგუმენტებში.  გინახავთ არგუმენტაცია ვთქვათ იმისა, რომ ივანიშვილს მიყავს ქვეყანა რუსეთისკენ? მე არ მინახავს. თუ კი არგუმენტების გარეშე ასეთი რამე ითქმის,  მაშინ ეს გინებაა და არა ბრალდება. ერთნაირად იგინებიან ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლები. ხელისუფლება თუ რაღაცას ამბობს, მაშინ მან მსვლელობაც უნდა მისცეს შესაბამისი, თუ არგუმენტი აქვს,  მაშინ  ეს არგუმენტები სასამართლოში უნდა დადგეს და მოყვეს მას შედეგი. ნებისმიერი ქვეყნის სამართალში  ქვეყნის ღალატი ყველაზე დიდი დანაშაულია“,- განაცხადა საყვარელიძემ.  

მისი თქმით, რადიკალური განცხადებები  პროპაგანდის ნაწილია, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, მაინც მუშაობს.

"რაც შეეხება რადიკალიზმის ფესვებს,  ეს კომუნისტებიდან და ბოლშევიკებიდანაც მოგვყვება.   ეს გამოთქმა  - „ტალახი შეასხი და მოწმენდა მისი პრობლემა იქნებაო“. ზოგადად, პოლიტიკურ ბრძოლაში  და პროპაგანდისტულ ბრძოლაში ასეთი ხერხები იშვიათი არ არის. თუ სასამართლო არ არის ის ინსტანცია, რაც დამტკიცებას ითხოვს, მაშინ რაც მოგადგება ენაზე, იმას იტყვი. ეს არის ფსიქოლოგიური ომის კომპონენტი. მოქმედებს საზოგადოებაზე ეს პროპაგანდა, ოღონდ ძალიან ხშირად, უარყოფითად მოქმედებს იმის იმიჯზეც,  ვისაც ესროლეს ტალახი და იმის იმიჯზეც, ვინც ისროლა ტალახი.

აქედან გამოსავალი არის ის, რომ ვისაც რამეს დააბრალებენ, იმან უნდა იჩივლოს სასამართლოში. ეს პრაქტიკა რომ იყოს, მერე მოუფრთხილდებოდა ადამიანი თავის ნათქვამს“, - განუცხადა საყვარელიძემ Front News-ს. 

ჟურნალისტი და პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია პოლიტიკოსებს „რეალითი შოუს“ პერსონაჟებს ადარებს, ის პოლიტიკოსების მიერ ერთმანეთის სამშობლოს ღალატსა და სხვა მძიმე ბრალდებებში დადანაშაულებას პოლიტიკური კულტურის ნაკლებობით ხსნის. როგორც მან Front News-ს განუცხადა, ეს კეთდება ასევე მედიის ყურადღების მისაპყრობად. 

გამზარდია ასევე პროპაგანდისტულ მეთოდებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამგვარი ფორმით ხდება ადამიანებისათვის  მსჯელობის სივრცის წართმევა  და  თავსმოხვევა უკვე გამზადებული კლიშეების, რომ ვიღაც სამშობლოს მოღალატეა და ვიღაც რუსეთის აგენტი.  

"პოლიტიკოსების დაბალ კულტურას და მედიის ფაქტორს, რომლის ყურადღების მისაპყრობად ხდება ხშირად მსგავსი განცხადებების „დაბრეხვება“, ემატება პროპაგანდის ფაქტორი. ასეთი განცხადებები არ აძლევს საზოგადოებას საშუალებას, მსჯელობის სივრცეში გადაიტანოს ესა თუ ის  პრობლემა.  ხდება პროპაგანდის საშუალებით უკვე გამზადებული აზრის თავში ჩადება, რომლის იქეთაც არ უნდა გაიხედო.  ამას აკეთებენ უფრო ხშირად მმართველი ძალები, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, არ აკლებენ ხელს არც ოპოზიციური პარტიები.  

ყველაზე ცუდი შედეგი,  რაც ამას აქვს, არის არა იმდენად რეაგირებადობა, რაზედაც გათვლილია ეს „ტექნიკა“, არამედ საბოლოო ჯამში, ვიღებთ საზოგადოების ინდიფერენტულებას. როგორც წესი, ასეთი ბრალდებების დროს მედია ერთვება საქმეში, ეს ხდება განხილვის საგანი. უკვე ერთგვარი რეალითი შოუს პერსონაჟებს დაემსგავსნენ ჩვენი პოლიტიკოსები, რომლებისგანაც მაყურებელი ელის სწორედ ამგვარ განვითარებას, უფრო და უფრო მკვეთრ განცხადებებს. საბოლოო ჯამში, ეს ზედოზირებული სკანდალი და ისტერია ადამიანებზე საწინააღმდეგო ეფექტს ახდენს  და  ხდის მათ ინდიფერენტულებს“, - განაცახადა გამზარდიამ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია არსებული პოლიტიკური სპექტრის პირობებში ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნის დეპოლარიზაციის შესრულება,  გამზარდია პასუხობს, რომ რეალურად ამის პერსპექტივას ვერ ხედავს. 

"ჩემი აზრით, ერთმანეთისათვის იარლიყების მიწებება საკმაოდ გაუფასურდა და ამას „ეფექტი“ აღარ აქვს, თუმცა დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის გათვალისწინებით,  დეპოლარიზაციის პერსპექტივას  ვერ ვხედავ“, - განაცხადა გამზარდიამ Front News-სთან საუბრისას. 

"გირჩის“ დეპუტატის იაგო ხვიჩიას აზრით,  პოლიტიკოსები ამგვარ ლექსიკას რადიკალური ამომრჩევლის მოზიდვის მიზნით იყენებენ და ამას იმ დრომდე გააგრძელებენ, ვიდრე ამაზე დაკვეთა იქნება. 

მისი თქმით, სინამდვილეში საზოგადოებაა რადიკალური და პოლიტიკოსები ასე ცდილობენ რადიკალური ამომრჩევლის მიმხრობას.  

როგორც მან Front News-ს  განუცხადა, ამ შეუწყნარებლობამ 1990-იან წლებში დაპირისპირებამდე მიგვიყვანა, ამის საშიშროება მუდამაა, თუმცა მაინც იმედოვნებს,  რომ ვითარება ახლა სხვაა და აქამდე არ მივალთ.

"ამ ლექსიკამ, მძიმე ბრალდებებმა და ერთმანეთისათვის აგენტების ძახებამ სადამდეც მიგვიყვანა 90-იანებში,  გვახსოვს, ახლა მეორე ჯერზე სად მიგვიყვანს, ვერ გეტყვით. იმედია, ისეც იქ არ და  მანამდე მოვალთ გონზე.  არ მჯერა, რომ ისტორია ერთი-ერთში გამეორდება. ახლა ჩვენ ისტორიულად სხვა გარემოში ვართ. ეს სიტუაცია, რომელიც შეიძლება რაღაცით 90-იანების დასაწყისის მსგავსია, მაგრამ  იმ მიმართულებით არ უნდა  წავიდეს. თუმცა,  ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რა გამოწვევევით სავსე ეპოქაში ვცხოვრობთ და რა ცოტა აკლია შეიძლება საზოგადოებას აფეთქებისკენ, ვფიქრობ, ეს არავის ინტერესში  არ უნდა  შედიოდეს“, - განაცხადა ხვიჩიამ. 

მისი თქმით, ჩვენს საზოგადოებაში ყოველთვის იყო რადიკალიზმი და ის არსად გამქრალა. 

"ამ მძიმე ლექსიკის მიზეზი მე მაინც მგონია რადიკალური ამომრჩეველის მომხრობის ყველაზე მარტივი გზა, რომელზედაც ვერასდროს ვერ ამბობს უარს ქართული პოლიტიკური სპექტრი. ეს დაძაბულობა ხელოვნურადაა შექმნილი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არსებობდნენ რუსეთის აგენტები. 

ჩემი აზრით, რადიკალიზმი არსად გამქრალა და სულ რადიკალური საზოგადოება ვიყავით. ჯერ რადიკალური საზოგადოება ვიყავით „კომუნისტები“ და „ზვიადისტები“, შემდეგ „ზვიადისტები“ და „პუტჩისტები“,  რადიკალიზებული იყო საზოგადოება მიშისტებად და „ჩარეცხილებად“,  შემდეგ იყო „ქართული ოცნების“ და „ნაცების“ წარმომადგენლებად.  შესაბამისად, სულ რადიკალური საზოგადოება გვქონდა და ახლაც ეს გრძელდება. ამ რადიკალიზმს სპეციალურად პოლიტიკური მიზნებისთვის ვიყენებთ, იმიტომ რომ სხვანაირად პოლიტიკური მმართველობა არ ვიცით, ეს რაღაცნაირად მძევლის როლში აყენებს დანარჩენ საზოგადოებას. სულ ბრძოლა მიდის და ბრძოლა არ მთავრდება და სინამდვილეში არავის არაფერი  არ აქვს გასაყოფი“, - განაცხადა ხვიჩიამ. 

რაც შეეხება დეპოლარიზაციის რეკომენდაციას, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებში პირველ პუნქტადაა ჩაწერილი, დეპუტატი გვპასუხობს: 

"ევროპელები ამას გვთხოვენ, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ ევროპაში ინტეგრაციის ხათრითაც. შესაბამისად, ამ დაპირისპირებას კონკრეტული უარყოფითი შედეგი მოყვება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ მეგობრებს მიიღებენ თავიანთ რიგებში, ჩვენ კი გვერდზე ვრჩებით“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.  

ირინა მაკარიძე

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები