ეკა ბესელია - ყველაზე სუსტი და დაძაბუნებული ახლა არის ხელისუფლება, ყველაზე სახიფათო არის სწორედ ეს მომენტი

ყველაზე სუსტი და ყველაზე დაძაბუნებული ახლა არის ხელისუფლება, ყველაზე სახიფათო არის სწორედ ეს მომენტი, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, არავინ იცის როდის გადალახავს „თმენის ზღვარს“ საზოგადოების პროტესტი, რომელიც ამ ხელისუფლების მიმართ არსებობს. 

"არ ვიცი,  ვის სჯერა ამ ბოდვის, რომ ომში უნდათ საქართველოს ჩართვა. რთულია ასეთ დებატებში შესვლაც, მით უფრო, რომ ხვდები, ამ აზრის გავრცელება  გამიზნულად ხდება.

არ ვიცი, რა გზას გავდივართ, სად არის ის თმენის ზღვარი, რომელიც საზოგადოებას გაცილებით უფრო მძლავრად გაუჩნდება.  ეს პროტესტი ყველგანაა საზოგადოებაში, არავის  მოსწონს როდესაც ასეთი როლი აქვს საქართველოს ხელისუფლებას. როდესაც რეაქცია არ გაქვს აფხაზეთში ვინ შედის და რას აკეთებს. შენი ქვეყნის მთლიანობის და სახელმწიფოებრიობის განცდა თუ არ გაქვს და ამ განცდის საჯარო პოზიციონირება თუ არ შეგიძლია ხელისუფალი რომ ხარ, მაშინ  რა შეგიძლია? მხოლოდ ის, რომ გვაყურებინონ  როგორ ექცევიან პატიმრობაში მყოფ და დაუძლურებულ ყოფილ პრეზიდენტს, ან როგორ გამოაქვთ აბსურდული განაჩენი მედიამენეჯერის ნიკა გვარამიას მიმართ და ეს გონიათ ძალის დემონსტირება? ყველაზე სუსტი და ყველაზე დაძაბუნებული ახლა არის ხელისუფლება, ყველაზე სახიფათო არის სწორედ ეს მომენტი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები