ოდესის იურიდიული აკადემიის პრეზიდენტმა თორნიკე ბერეკაშვილი სამახსოვრო მედლით დააჯილდოვა

ოდესაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა ნაციონალური უნივერსიტეტის ოდესის იურიდიული აკადემიის დაარსებიდან 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის მიზნით ასევე საქველმოქმედო აქცია გაიმართა. 

გენერალურმა კონსულმა ოდესის იურიდიული აკადემიის პრეზიდენტს სერგეი კივალოვს, პროფესორ-პედაგოგთა შემადგენლობას, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს  უნივერსიტეტის იუბილე მიულოცა და უკრაინაში მშვიდობის სწრაფად დამყარების, ქვეყნის შემდგომი აღდგენისა და განვითარების იმედი გამოთქვა.

ღონისძიებაზე სერგეი კივალოვმა თორნიკე ბერეკაშვილი სამახსოვრო მედლით დააჯილდოვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები