ლექსმანი - ველოდებით, რომ ნიკა გვარამიას პოლიტიკური დევნა იყოს გაუქმებული და მიხეილ სააკაშვილს მიეცეს უფლება, იმკურნალოს საზღვარგარეთ

ველოდებით, რომ  ნიკა გვარამიას პოლიტიკური დევნა იყოს გაუქმებული და მიხეილ სააკაშვილს მიეცეს უფლება, იმკურნალოს საზღვარგარეთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა განაცხადა.  

მისი თქმით, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ოლიგარქი ახდენს.  

"მმართველი პარტია აგრძელებს შეთანხმების იგნორირებას, ერთი ოლიგარქი აგრძელებს პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას. გვინახავს იერიში ჟურნალისტებზე და სასამრთლო სისტემას იყენებენ ზეწოლისთვის, დემოკრატიული პროცესი განიცდის დეგრადაციას. ჩვენ ასევე ველოდებით, რომ  ნიკა გვარამიას პოლიტიკური დევნა  იყოს გაუქმებული და მიხეილ სააკაშვილს  მიეცეს უფლება, იმკურნალოს საზღვარგარეთ, რომლის შესახებ ასევე არის პუნქტი საქართველოს კანონმდებლობაში“, - განაცხადა ლექსმანმა. 

მისი თქმით, ევროპული რეკომენდაციების შესრულება საჭიროა საქართველოს არა მხოლოდ ევროპული მომავლისთვის, ასევე მისი გაძლიერებისთვის. 

"მე ვარ საქართველოს მეგობარი და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიისთვის“ - განაცხადა  მირიამ ლექსმანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები