გიორგი ბურჯანაძე - საჯარო ინტერესის დამადასტურებელი ვერ იქნება ის ჩანაწერები, რომლებიც მოპოვებულია დღევანდელი რეალობისგან სრულიად განსხვავებულ პერიოდამდე

საჯარო ინტერესის დამადასტურებელი ვერ იქნება ის ჩანაწერები, რომლებიც მოპოვებულია დღევანდელი რეალობისგან სრულიად განსხვავებულ პერიოდამდე,  - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ექსპერტების შეფასებით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გართულება დაიწყო ოქტომბრის შემდეგ და იმ დრომდე გადაღებული კადრების გავრცელება არასწორია.  

"ჩვენმა ექსპერტთა ჯგუფმა შეაფასა და წარმოადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები. ჩვენ არ მოგვისმენია იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან, რომ წარმოდგენილი დიაგნოზი არ შეესაბამება სიმართლეს და არ ასახავს რეალობას. ამის საპასუხოდ ვნახეთ,  რომ გავრცელდა კადრები რომ თითქოს პაციენტის რეალური სამედიცინო საჭიროება არ არსებობდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ასე არ არის. 

აღსანიშნავია, რომ ეს არის კადრები, რომელიც ოქტომბერშია გადაღებული, დღევანდელი მდგომარეობა და ჩვენი სამედიცინო ექსპერტების შეფასებები სწორედ იმას აცხადებს, რომ ოქტომბრის შემდეგ იწყება მისი სამედიცინო მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.  

მისი თქმით, კლინიკაში გადაღებული  ვიდეოკადრების გავრცელებით დაირღვა მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრებისა და  ჯანმრთელობის დაცვის უფლება. სახალხო დამცველის მოადგილის განმარტებით,  სამედიცინო გართულებებისა და  სიმპტომების პაციენტის საწინააღმდეგოდ გამოყენება არასწორია. 

"ამ სიმპტომის, ამ შედეგის გამოყენება პაციენტის საწინააღმდეგოდ არასწორია, ეს მკურნალობის სფეროში უნდა გადაწყდეს და მისი გამოყენება კონკრეტული უწყების პოზიციის ჩამოსაყალიბებლად და იმგვარად, რომ ეს მანიპულაციურად იქნას აღქმული, დაუშვებელია.  პაციენტის ჯანმრთელობა პირადი ცხოვრება უნდა იყოს დაცული, ამ უფლებებში  ჩარევა გამართლებული შეიძლება იყოს მაშინ, როცა საჯარო ინტერესი არსებობს. ასეთი საჯარო ინტერესის დამადასტურებელი ვერ იქნება ის ჩანაწერები, რომლებიც მოპოვებულია დღევანდელი რეალობისგან სრულიად განსხვავებულ პერიოდამდე“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

უახლესი ამბები