ბორჯომში წინასაახალწლო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს

ბორჯომში წინასაახალწლო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობის და საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დასასრულს უახლოვდება.  

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 2023 წლის საახალწლო ღონისძიებები, მერაბ კოსტავას სახელობის ახლად რეაბილიტირებულ სკვერში გაიმართება. სკვერის  მოედანზე დამონტაჟდა ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ბორჯომის მერიამ ახალი მანათობელი ფიგურები და საახალწლო დეკორაციები შეიძინა. 

სადღესასწაულოდ დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: 

31 დეკემბერი 

ბორჯომი, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 20:00 

20:00 - 22:00  თოვლის პაპა და ზღაპრის გმირები ჯუჯები და ელფები გაართობენ ბავშვებს, დაურიგებენ კანფეტებს;

• ანიმატორები და ოჩოფეხები; 

• სახეზე ხატვის კუთხე; 

• ინსტალაცია "მარხილი“ - თოვლის პაპას და პატარებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩასხდნენ და გადაიღონ სურათები; 

• 20:00 – 21:00 ადგილობრივი ვოკალური ანსამბლების კონცერტი;

• 21:30 – 22:00  ბორჯომის გამოჩენილი მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი  პირების საახალწლო მილოცვა; 

• 22:00 – 22:15 საჰაერო შოუ - „მფრინავი ბალერინა“ საჰაერო ბუშტებზე, ცაში;

• 22:30 – 24:00 გალა-კონცერტი ჯგუფი „რეგიონის“ მონაწილეობით;

• 00:00 ღონისძიება დასრულდება „მრავალჟამიერით“ (ბორჯომის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „ბორჯომი“) და ფოიერვერკით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები