რეზნიკოვი - ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ტრაგედიები, თუ მეტ იარაღს მივიღებთ

უკრაინა შეძლებს თავიდან აიცილოს ასეთი ტრაგედიები, როგორიც დღეს ხერსონში მოხდა, თუ მეტი იარაღი მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი "ტვიტერზე" წერს.

მისი თქმით, რუსების მიერ ხერსონის დღევანდელი ბარბაროსული დაბომბვა არა მხოლოდ ომის დანაშაულია, არამედ შურისძიების მცდელობაა ქალაქის მცხოვრებლებზე, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს ოკუპაციას და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ხერსონი უკრაინაა.

"უკრაინა შეძლებს თავიდან აიცილოს მსგავსი ტრაგედიები, თუ მას ექნება მეტი იარაღი, მეტი არტილერია და მეტი შორი მოქმედების საბრძოლო მასალა. ამგვარად, რუსი მკვლელები დაისჯებიან და განიდევნებიან უკრაინიდან", - წერს რეზნიკოვი.

24 დეკემბრის დილით რუსებმა მასიური დარტყმა მიაყენეს ხერსონს. შედეგად დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი, 58 კი დაშავდა, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები