ბორჯომის მერიამ 2022 წელს სოციალური პროგრამების ფარგლებში 2 228 441 ლარის დაფინანსება გასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, პროგრამული ბიუჯეტიდან 2022 წელს,  2 228  441  ლარის დაფინანსება გასცა. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 5 282  ბენეფიციარს გაუწია. 

"ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდიდან დახმარება 701 ბენეფიციარს გაეწია, რისთვისაც 722 633 ლარი გამოიყო.

სოციალური პროგრამების მიხედვით, დაფინანსება გაიცა სტაციონარულ მომსახურებაზე, მედიკამენტებზე, ონკოლოგიურ პაციენტებზე. ასევე, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა, მრავალშვილიანმა ოჯახებმა,  ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებმა და სხვა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 30-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება.

პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა", - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები