"ის ჩვენზე ბედნიერი იყო, რადგან მას ოჯახმა არ ჰკრა ხელი, ის ბედნიერი იყო, რადგან მას ბევრი ჩვენგანისგან განსხვავებით, არასდროს უგრძვნია მარტოსულობა"

მის თვალებში მუდამ ენთო ის უმანკოების და მიამიტობის სხივი, რომელიც მე და ბევრ სხვა ტრანსგენდერს ცხოვრებამ ჩაგვიქრო, - ამის შესახებ ელა ჯამაგიძე ლიზა ქისტაურის შესახებ წერს.

"ყოველთვის შთავაგონებდი საკუთარ თავს, რომ ცხოვრება სამართლიანია. მჯეროდა და მწამდა, რომ თუ ლამაზად ვიცხოვრებდით და ტკივილს არავის მივაყენებდით სამყარო ცუდად არ მოგვექცეოდა. მ ა გ რ ა მ  ლიზას ასეთი სასტიკი მკვლელობა ერთ-ერთი ის შემთხვევაა, რომელიც ამ რწმენას თავდაყირა აყენებს და გვაიძულებს დაგვაჯეროს, რომ სამყაროში ზოგჯერ ბოროტებაც ამარცხებს სიკეთეს.

ლიზას ბელგიაში სულ ორჯერ შევხვდი, ისიც რამდენიმე საერთო მეგობართან ერთად. პირველად, როცა მე ის დავინახე, აღმოვაჩინე რომ სხვა ტრანსგენდერებისგან განსხვავდებოდა საკუთარი მიამიტობითა და კეთილშობილებით. რადგან ლიზა იყო ის იშვიათი ტრანსგენდერი, რომელსაც, უმეტესობა ჩვენგანისგან განსხვავებით, ის ბედკრული გზა არ ჰქონდა გავლილი, რომელსაც ჩვენ ტრანსგენდერები გავდივართ ხოლმე. ის ჩვენზე ბედნიერი იყო, რადგან მას ოჯახმა არ ჰკრა ხელი, ის ბედნიერი იყო, რადგან მას ბევრი ჩვენგანისგან განსხვავებით, არასდროს უგრძვნია მარტოსულობა, არასდროს უწევდა თავის გადასარჩენად ყველა ბინძური გზის გავლა, რასაც ჩვენ ტრანსგენდერები გავდივართ ხოლმე. ამიტომ მის თვალებში უფრო მეტი სილაღე, კეთილშობილება და მიამიტობა იგრძნობოდა. დიახ! მის თვალებში მუდამ ენთო ის უმანკოების და მიამიტობის სხივი, რომელიც მე და ბევრ სხვა ტრანსგენდერს ცხოვრებამ ჩაგვიქრო. ამიტომ გულის სიღრმეში მშურდა კიდეც ლიზასი და მსურდა მეც მის მსგავსად ვარდისფერი სათვალე მეტარებინა. 

ახლა კი უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის გადმოვცე იმ უსამართლობის აღსაწერად, რომელიც მის ცხოვრების ამგვარ დასასრულს წარმოადგენს. ძალიან მტკივა გული და ძალიან გაბრაზებული ვარ ცხოვრებაზე, რადგან მას ეს არ დაუმსახურებია!ახლა ისღა დაგვრჩენია თავს შთავაგონოთ, რომ ლიზა ახლა უკეთეს სამყაროში ცხოვრობს, იქ სადაც არ არსებობს უსამართლობა და ბოროტება, იქ სადაც მას აღარასდროს ატკენენ გულს!", - წერს ელა ჯამაგიძე.

ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.

უახლესი ამბები