არესტოვიჩი სკანდალური განცხადების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ოფისს ტოვებს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის შტატგარეშე მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დნიპროსთან დაკავშირებით მის განცხადებას ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

გადადგომის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. მინდა ვაჩვენო ცივილიზებული ქცევის მაგალითი: ფუნდამენტური შეცდომა, შესაბამისად უნდა გადავდგე", - წერს არესტოვიჩი.

14 იანვარს, ოკუპანტების მორიგი მასიური საჰაერო თავდასხმის დროს, ერთ-ერთი რაკეტა დნიპროში მაღალსართულიან შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

ტრაგედიის შემდეგ საღამოს, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ სავარაუდოდ, ჯერ რუსული რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც შემდეგ საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.

არესტოვიჩის განცხადება როგორც მოსალოდნელი იყო, რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ ფართოდ აიტაცა და მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Falexey.arestovich%2Fposts%2Fpfbid02Gq726A52giwwa1Gs3udhwH6KC1Pe7urw4kwzqjj8JT8iqxMTt3REEjNp18zNsHual&show_text=true&width=500" width="500" height="640" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>