Spiegel - გერმანია უკრაინაში Leopard 2-ის ტანკებს აგზავნის

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინაში გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტანკები გაგზავნა გადაწყვიტა, - ამის შესახებ Spiegel წერს.

როგორც გამოცემა წერს, რამდენიმეთვიანი დებატების შემდეგ, კანცლერი შოლცი უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდებას დათანხმდა.

მისივე ინფორმაციით, საუბარია მინიმუმ ერთ სატანკო ესკადრილიაზე - ნატო-ს სტანდარტებით 14 ერთეულ Leopard 2A6-ზე.

სხვა მოკავშირეებს, მათ შორის სკანდინავიის ქვეყნებს, ასევე სურთ უკრაინას მიაწოდონ Leopard 2-ის მთავარი საბრძოლო ტანკები. გერმანიის მთავრობას სურს დაუშვას ისეთი ტანკების ექსპორტი, რომლებიც სხვა სახელმწიფოების შეიარაღებაშია, მაგალითად პოლონეთის.

გამოცემის ცნობით, Leopard 2-ის ტანკები უკრაინას ბუნდესვერის მარაგებიდან გადაეცემა. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ახალი საბრძოლო ტანკები შეიძლება მომზადდეს ინდუსტრიის მარაგებიდან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები